ქალთა საერთაშორისო დღე კოლეჯში
2024-03-09

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული იქნა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომელბი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები, რომლებმაც საკუთარი  და ასევე ცნობილი ლექსები  წაიკითხეს. ასევე, ისაუბრეს ცნობილ  წარმატებულ ქართველ ქალებზე და მათ წარმატების ფორმულაზე.