პროფესიული სწავლება აგრო სექტორში.
2022-07-21

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ  ორგანიზებული უნარების კვირეულის ფარგლებში 19 და 20 ივლისს გაიმართა კონფერენცია „პროფესიული სწავლება აგრო სექტორში“.  კონფერენციის მიზანია აგრარული სექტორის მასწავლებლების და აგრარული სექტორის დარგობრივი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების, მიღწევებისა და საერთო გამოწვევების განხილვა. კონფერენცია დაეთმო პროფესიული სასწავლო დაწესებულებების აგრარული მიმართულებების მასწავლებლების სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვას. მსჯელობის პროცესში, რომელსაც კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, სასწავლო დაწესებულების აგრარული სექტორის მიმართულებების პროგრამების ხელმძღვანელებმა და კომპანიის ინსტრუქტორებმა განიხილეს აგრარული მიმართულების სხვადასხვა დარგში არსებული სიახლეები, მასწავლებლებისა და სტუდენტების საჭიროებები და განვითარების გზები.