მოტივაციური გასაუბრება დასრულდა
2022-09-12

09 სექტემბერს  კოლეჯში დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტი)  აპლიკანტებისთვის ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება, როგორც შერჩევის ძირითადი მეთოდი. გასაუბრება დილის 10:00 საათიდან დაიწყო და 17:00 საათამდე გაგრძელდა. კომისიის წინაშე წარსდგა 17 აპლიკანტი, რომელბიც მათტვისა გამყოფილ კონკრეტულ დროზე ცხადეებოდნენ კოლეჯში.  კომისიის წევრებმა აპლიკანტებს წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვეს, რათა გამოეკვეთათ მათი მოტივაცია პროფესიისადმი. მოტივაციურმა გასაუბრებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და კომისიის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიღებული ნაკადით.