შეხვედრა კოლეჯის წარმომადგენლებთან
2022-07-06

ჩატარდა შეხვედრა საზოგადოება ბილიკის გორის ოფისში, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონის კერძო და სახელმწიფო კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კოლეჯის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსდებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი და მასში ჩართული დაწესებულებებისაგან უკუკავშირის მიღება დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული უნარების სააგენტოს, ახალგარდული სააგენტოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოამდგენლები. კოლეჯის თანამშრომლები მათ ზოგადად პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევებზეც ესაუბრნენ და მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში არსებული მიდგომები გადაიხედება და დაწესებულებეზე მეტად მორგებული გახდება.