შეხვედრა სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
2021-12-21

სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება საარსებო წყაროების ფორუმების ორგანიზება დევნილი, ეკომიგრანტი და დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის, იმ პროგრამების/პროექტების გასაცნობად, რომელიც ხორცილდება სახელმწიფო და არასახელმწიფო დაფინანსებით.

21 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრას კოლეჯი ამაგის მხრიდან ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე და ხარისხის მენეჯერი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კოლეჯი ამაგი და მასში შემავალი პროფესიული პროგრამები. კოლეჯი ამაგისა და სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დევნილ პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ ტრანსპორტის შეღავათებითა და ტრანსპორტის დაფინანსების სერვისებით. კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ჩატარებული ღონისძიებისთვის.


© Copyright iws 2012.

Web page creation date: 20-09-2012
Web page last update: 14-01-2022