ვიზიტი ავერსის ქარხანაში
2017-10-19

საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგიის სტუდენტებს ავერსის ფარმაცევტულ ქარხანაში გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ

ფარმაცევტმა ვიოლა ხაბაზიშვილმა და ქიმიკოსმა მარიამ ხარებაშვილმა სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

მიზანი სტუდენტებისთვის ქართული ფარმაცევტული წარმოების გაცნობა გახლდათ. მათ დაათვალიერეს როგორც საწარმო, ასევე ლაბორატორია.