შეხვედრა ხარისხის ცენტრში
2017-08-14

11 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას  ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ხარისხის მენეჯერი. შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა დარგის მიმართულებით ჩარჩო დოკუმენტების დანერგვის ეტაპებთან დაკავშირებულ სიახლეების მიწოდებას და განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას.