ტრენინგი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე
2017-05-16

15 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი მოდულური პროგრამების და მოდულების ადაპტირების შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. 

ტრენინგს ესწრებოდნენ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები და პროფესიული განათლების მასწავლებლები. ცენტრის წარმომადგენლებმა  მონაწილეებს ავტორიზაციის დებულებაში შესული ცვლილებები დეტალურად გააცნეს და დამსწრე საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.