კოლეჯმა მემორანდუმი გააფორმა
2021-03-26

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგმა გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმად კოლეჯში დაინერგება ელექტრონული სისტემა. იგი ხელს შეუწყობს პროფესიული კოლეჯის  სასწავლო და ადმინისტრაციული  პროცესების  მართვის მექანიზმის განვითარებას. კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად, შეფასების სისტემის დახვეწა -განვითარება წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანას.  სამომავლოდ ელექტრონული გამოკითხვების/ტესტირებების წარმოება ხელს შეუწყობს ხარისხის სისტემის გაუმჯობესებას  პროფესიულ დაწესებულებებში.