სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა
2020-03-02

საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესს განაახლებს 9 მარტს. 2 მარტიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება კოლეჯის შენობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.