სამხედრო ჰოსპიტალთან მემორანდუმი გაფორმდა
2019-05-03

2 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ "ამაგსა" და ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლის თანახმადაც კოლეჯის სტუდენტებს მიეცათ საშუალება პრაქტიკული კურსი გაიარონ სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო განყოფილებების ბაზაზე, ხოლო საზოგადოებრივი კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება გაიარონ სტაჟირება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა და კოლეჯის დირექტორმა რუსუდან სუხიშვილმა.


© Copyright iws 2012.

Web page creation date: 20-09-2012
Web page last update: 09-09-2019