2019-03-07

 7 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მასში მონაწილეობა კოლეჯის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა მიიღეს. საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე სუხიშვილი და მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების წარმომადგენლები.

სტუდენტებმა წარადგინეს ქალთა თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მათ გადაეცათ სიგელები. შეხვედრის დასასრულს კი კოლეჯის დირექტორთან ქალბატონ რუსუდან სუხიშვილთან ერთად სიმბოლური ტორტიც გაჭრეს. 


© Copyright iws 2012.

Web page creation date: 20-09-2012
Web page last update: 09-09-2019