შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციაში
2019-01-26

25 იანვარს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, ჩატარდა სემინარი "საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრო კოლეჯის ბუღალტერი - ეკატერინე ბუხრაძე.
საპენსიო სააგენტოს მოწვეულმა სტუმრებმა კოლეჯების ხელმძღვანელებს და ბუღალტრებს გააცნეს დამსაქმებელთა და თანამშრომელთა რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროცედურები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლები კოლეჯებს გაუწევენ კონსულტაციებს.