ახალი სასწავლო წელი დაიწყო
2018-10-15

საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი 2012 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს  უწყვეტი ავტორიზაციით. 2018 წლის 29 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს #1 გადაწყვეტილებით კოლეჯს მიენიჭა 6 წლიანი ავტორიზაცია. საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგი“ აგრძელებს განვითარებას და  მომავალი სასწავლო წლიდან პროფესიულ სტუდენტებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებსაც შესთავაზებს.